ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომში არსებული მდგომარეობა ოპტიმისტურად შეაფასა და ივარაუდა, რომ, შესაძლოა, მოუნდეს აშშ-ის მიერ ირანული ნავთობით ვაჭრობაზე კონტროლის უზრუნველყოფა, „როგორც ვენესუელაში“. Reuters-ის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომში არსებული მდგომარეობა ოპტიმისტურად შეაფასა და ივარაუდა, რომ, შესაძლოა, მოუნდეს აშშ-ის მიერ ირანული ნავთობით ვაჭრობაზე კონტროლის უზრუნველყოფა, „როგორც ვენესუელაში“. Reuters-ის…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომში არსებული მდგომარეობა ოპტიმისტურად შეაფასა და ივარაუდა, რომ, შესაძლოა, მოუნდეს აშშ-ის მიერ ირანული ნავთობით ვაჭრობაზე კონტროლის უზრუნველყოფა, „როგორც ვენესუელაში“.

Reuters-ის ცნობით, შესაბამისი კომენტარი მან ირლანდიაში, გოლფის ტურნირზე გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულებას წელს ელოდება, სავარაუდოდ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, და რომ ამის შემდეგ საწვავზე ფასები უნდა დაეცეს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ მხოლოდ „სწორ“ შეთანხმებას დათანხმდება და არახელსაყრელ პირობებზე არ წავა. მისივე თქმით, „ითხოვს მოლაპარაკებებს“.

გარდა ამისა, ტრამპმა დაუშვა, რომ შეეცდება ნავთობით ვაჭრობის ნაკადებზე კონტროლის დამყარებას, „როგორც ვენესუელაში“.

„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს