ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს . BFMTV-ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს . BFMTV-ს…

საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.

BFMTV-ს ცნობით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო ორი კვლევა ლე პენის დაჯერებულ ლიდერობაზე მიუთითებს.

14 სექტემბერს გამოქვეყნებული Toluna Harris Interactive-ის კვლევის შედეგები პირველ ტურში მარინ ლე პენს ხმათა 33-36%-ს უწინასწარმეტყველებს.

მეორე ადგილისთვის ბრძოლა უკიდურესად მემარცხენეების ლიდერ ჟან-ლუკ მელანშონსა და მემარჯვენე-ცენტრისტ, ჰავრის პოპულარულ მერს ედუარ ფილიპს შორის მიმდინარეობს. მელანშონმა შესაძლოა ხმათა 16-17% მოაგროვოს, ფილიპმა კი 14-19%.

მეორე ტურში, მელანშონთან დაპირისპირების შემთხვ ევაში, ლე პენი 67%-ით გაიმარჯვებდა, ექს-პრემიერ გაბრიელ ატალთან 56%-ით, ედუარ ფილიპთან კი 55%-ით.

შაბათ-კვირას გამოქვეყნებულ Ipsos-BVA Cesi-ის საარჩევნო განწყობების კვლევაში ლე პენი ასევე 33-35%-ით ლიდერობს. ექვსი შესაძლო სცენარიდან ოთხში მასთან ერთად მეორე ტურში მელანშონი გადის, ფილიპი კი მხოლოდ ორში.

მემარჯვენე-პოპულისტური „ეროვნული გაერთიანების“ ოფიციალურმა ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ კიდევ ერთხელ უარყო ჭორები მასსა და ლე პენს შორის არსებული ვითომდა დაძაბული ურთიერთობების შესახებ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც მიიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს