ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, სიმიონ კრივონოაის ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებულ ოფისს ბრალი დასდო მათივე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, სიმიონ კრივონოაის ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებულ ოფისს ბრალი დასდო მათივე…

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, სიმიონ კრივონოაის ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა.

ამასთან, ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებულ ოფისს ბრალი დასდო მათივე ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჩხრეკისას მასალების ამოღებაში.

აღნიშნულზე კრავჩენკომ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მისი ნამდვილი მიზანი NABU-სა და SAPO-ს თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე წვდომის მოპოვება იყო, რასაც გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება და აღნიშნულ საქმეებზე საპროცესო გადაწყვეტილებების მიღების შეჩერება უნდა მოჰყოლოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრავჩენკომ ასევე განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურის შენობაში ჩატარებული ჩხრეკისას NABU-სა და SAPO-ს წარმომადგენლებმა წვდომა მიიღეს კანონით დაცული საქმის მასალებზე. სავარაუდოდ, მოხდა ზოგიერთ დოკუმენტსა და ელექტრონულ მონაცემზე ასლის გადაღება და მოპარვა. რუსლან კრავჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს