ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა 14 სექტემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება ვერ შეძლეს და შეთანხმდნენ, რომ დღესვე ამის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ, ვინაიდან, 15 სექტემბერს სანქციების გაგრძელების საბოლოო ვადა იწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა 14 სექტემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება ვერ შეძლეს და შეთანხმდნენ, რომ დღესვე ამის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ, ვინაიდან, 15 სექტემბერს სანქციების გაგრძელების საბოლოო ვადა იწ…

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა 14 სექტემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება ვერ შეძლეს და შეთანხმდნენ, რომ დღესვე ამის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ, ვინაიდან, 15 სექტემბერს სანქციების გაგრძელების საბოლოო ვადა იწურება.

„14 სექტემბერს, დილის 9 საათზე Coreper-ი [მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი] ბრიუსელში შეიკრიბა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწია და შეთანხმდა, რომ კიდევ ერთ სხდომას მოგვიანებით ჩაატარებს. სხდომის დრო ჯერ არ განსაზღვრულა“, - წერს უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელება 15 სექტემბრამდე უნდა მოესწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 3 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, უპირატესად რუსეთის ფედერაციიდან ავტომატურად მოეხსნება.

მედიის ინფორმაციით, დილას არც სლოვაკეთი და არც საფრანგეთი არ დათანხმდნენ თავიანთი მოთხოვნების შეცვლას, რომელთა გარეშეც ისინი სანქციების გაგრძელებას არ ეთანხმებიან.

სლოვაკები სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების, მიხაილ ფრიდმანისა და ალიშერ უსმანოვის ამოღებას ითხოვენ, საფრანგეთი კი ჯერ კიდევ პარასკევს, 11 სექტემბერს შეუერთდა უსმანოვის ამოღების მოთხოვნას

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს