ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ფრიდრიხ მერცი – მომდევნო კვირები ევროპის თავისუფლების დაცვის კუთხით გადამწყვეტი იქნება

ფრიდრიხ მერცი – მომდევნო კვირები ევროპის თავისუფლების დაცვის კუთხით გადამწყვეტი იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მომდევნო კვირები ევროპის თავისუფლების დაცვის კუთხით გადამწყვეტი მომენტი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ფინეთში, არქტიკული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა . მისივე თქმით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მომდევნო კვირები ევროპის თავისუფლების დაცვის კუთხით გადამწყვეტი მომენტი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ფინეთში, არქტიკული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა . მისივე თქმით,…

მომდევნო კვირები ევროპის თავისუფლების დაცვის კუთხით გადამწყვეტი მომენტი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ფინეთში, არქტიკული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირებს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უკრაინისა და ევროკავშირის რუსეთთან დაპირისპირებაში.

„დიდი ალბათობით, ჩვენი კონტინენტის თავისუფლებისა და მშვიდობის დაცვის გზაზე ყველაზე გადამწყვეტი მომენტის, შესაძლოა, კვირების ან თვეების წინაშე ვდგავართ.

აქ, ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში ჩანს, რამდენად საფრთხის ქვეშაა ევროპაში მშვიდობა. მე მხოლოდ შემიძლია, ყველას მოვუწოდო, სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საფრთხეს. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მშვიდობისა და თავისუფლების ერთად დასაცავად“, – განუცხადა ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. მერცმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის მასშტაბით სკეპტიციზმი იზრდება, რის მაგალითადაც მოიყვანა აღმოსავლეთ გერმანიაში გამართული რეგიონული არჩევნები, სადაც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება მოიპოვა.

ავტორი - ბე

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს