ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 18

ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ

ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად იყენებენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა . მან ხაზი გაუსვა, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად იყენებენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა . მან ხაზი გაუსვა, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის…

უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად იყენებენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის. „ჩვენ ვერ ვიყიდით დროს. მათ [უკრაინელებმა] მოგვცეს დრო მომზადებისთვის, მაგრამ ჩვენ მას არასწორად ვიყენებთ“, - განაცხადა კულბერგსმა.

პოლიტიკოსის თქმით, თითოეული დღე ყველაზე უარესი სცენარისთვის მოსამზადებლად უნდა იყოს გამოყენებული და მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდება მშვიდობა.

თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნების უფლებას აძლევენ - სპორტში, კულტურასა და სხვა სფეროებში. „ჩვენ კვლავ ვახდენთ მათ ნორმალიზებას“, - მიაჩნია კულბერგსს.

ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია ევროპული საზოგადოების მეტი ინფორმირება არსებული რეალობის შესახებ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში საჭიროა სოციალურ ქსელებში რუსულ „პროპაგანდისტულ მანქანასთან“ ბრძოლა, რომელიც სიცრუეს ავრცელებს, თუმცა საზოგადოებრივ განწყობებს ცვლის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს