ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა

ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა . შესაბამისი 14 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებულება სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა . შესაბამისი 14 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებულება სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვე…

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა. შესაბამისი 14 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებულება სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილება „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-11 მუხლს ეფუძნება, რაც პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, ომის პერიოდში დროებით ჩამოაცილოს მოხელე და მისი მოვალეობის შემსრულებლად სხვა პირი დანიშნოს.

საკადრო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი მოვლენები. კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ქოლ-ცენტრების მფარველობის“ საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

ამის პარალელურად, 14 სექტემბერს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალი წაუყენა ანტიკორუფციული უწყების დირექტორს, სემიონ კრივონოსს.

ვითარება კიდევ უფრო დაძაბა კრავჩენკოს მიერ ქვეყნის მოულოდნელმა დატოვებამ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, მან 14 სექტემბრის ღამეს უკრაინა სამსახურებრივი ავტომობილით დატოვა. თავად გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მივლინებაში იმყოფება, ხოლო მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, მან საკუთარი თავი პარიზში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსმენებზე მიავლინა, თუმცა ღონისძიების ოფიციალურ დღის წესრიგში მისი გამოსვლა მითითებული არ არის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს თხოვნით, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი გენერალური პროკურორის საბოლოო გათავისუფლებას. უმაღლესი რადის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის შესაბამისი წარდგინება პარლამენტში უკვე შესულია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს