ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ავსტრალიის ისტორიაში კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია ამოიღეს

ავსტრალიის ისტორიაში კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია ამოიღეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ავსტრალიის პოლიციამ დასავლეთ სიდნეიში, მიწისქვეშა ბუნკერების სისტემიდან, 2,7 ტონა კოკაინი ამოიღო , რაც ქვეყნის ისტორიაში სამართალდამცველების მიერ ნაპოვნი ამ ნარკოტიკის ყველაზე მსხვილი პარტიაა. ნარკოტიკული საშუალებები, რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ავსტრალიის პოლიციამ დასავლეთ სიდნეიში, მიწისქვეშა ბუნკერების სისტემიდან, 2,7 ტონა კოკაინი ამოიღო , რაც ქვეყნის ისტორიაში სამართალდამცველების მიერ ნაპოვნი ამ ნარკოტიკის ყველაზე მსხვილი პარტიაა. ნარკოტიკული საშუალებები, რ…

ავსტრალიის პოლიციამ დასავლეთ სიდნეიში, მიწისქვეშა ბუნკერების სისტემიდან, 2,7 ტონა კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში სამართალდამცველების მიერ ნაპოვნი ამ ნარკოტიკის ყველაზე მსხვილი პარტიაა.

ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა სავარაუდო შავი ბაზრის ღირებულება 816 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (500 მლნ ევრო) შეადგენს, ლონდონდერის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე იპოვეს. კოკაინი სამ საზღვაო კონტეინერში, ყალბი იატაკის ქვეშ მოწყობილ ფარულ განყოფილებებში იყო დამალული. შემთხვევის ადგილზე დააკავეს 21 და 25 წლის კაცები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისგან გაქცევას ცდილობდნენ.

პოლიციაში ასევე განმარტეს, რომ ეს რეიდი სპეცოპერაცია „მინძიანგის“ ნაწილი იყო, რომელიც მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც მიჯ-პოინტში, ნავმისადგომთან ახლოს, წყალში მოტივტივე 40 კგ კოკაინი იპოვეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს