ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

Euractiv: ხორვატია ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების პროცესს აფერხებს

Euractiv: ხორვატია ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების პროცესს აფერხებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხორვატია მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ზეწოლას აძლიერებს იმ დროს, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს . გამოცე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხორვატია მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ზეწოლას აძლიერებს იმ დროს, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს . გამოცე…

ხორვატია მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ზეწოლას აძლიერებს იმ დროს, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ივლისიდან ხორვატია ბლოკავს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო 33 მოლაპარაკების თავიდან ერთ-ერთის დახურვას, რომელიც ევროკავშირის სატრანსპორტო სფეროს წესებთან შესაბამისობას ეხება. ამ ნაბიჯს ევროკავშირის 26 სხვა წევრი ქვეყანა მხარს უჭერს.

მოლაპარაკებების თავების დაახლოებით ნახევარი უკვე დახურულია. პოდგორიცა დარჩენილი საკითხების დასრულებას წლის ბოლომდე, ევროკავშირში კი 2028 წელს გაწევრიანებას ისახავს მიზნად. ეს ვადა უფრო ფართო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ერთგვარ გამოცდად განიხილება.

ხორვატია მონტენეგროს 1990-იანი წლების ომთან დაკავშირებული დავების მოგვარებისკენ მოუწოდებს და ამ საკითხებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირებს.

ზაგრების მოთხოვნებს შორისაა 1991-1995 წლების ხორვატიის დამოუკიდებლობის ომის დროს დაკარგული 14 ადამიანის ბედის დადგენა და ორ ქვეყანას შორის საზღვაო საზღვრის საკითხის განხილვა.

„ეს მიმდინარე პროცესია. ზოგიერთი საკითხის ერთ ღამეში გადაწყვეტა შეუძლებელია. თუმცა კარგია ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ამ საკითხებზე არაერთი კომიტეტი მუშაობს. არ ვფიქრობ, რომ ხორვატია ჩვენს დაბლოკვას აპირებს, რადგან აქამდე ეს არ გაუკეთებია“, - განუცხადა Euractiv-ს მონტენეგროს ევროპულ საქმეთა მინისტრმა მაიდა გორჩევიჩმა.

მონტენეგროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ „ძველი ანგარიშების გასასწორებლად სრულიად ლეგიტიმური საშუალების - ევროკავშირის კანონმდებლობისა და წესების - გამოყენების შესაძლებლობა დაინახა და ამისთვის დრო შეზღუდული აქვს“.

„ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ჩვენს ინტერესებშია, რადგან გვინდა, ყველა დაბრკოლება მოვხსნათ“, - აღნიშნა მან.

გასულ თვეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა ხორვატიას მოუწოდა, მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანებამდე „დარჩენილი ორმხრივი საკითხები მოაგვაროს“, წერს Euractiv-ი.

კიდევ ერთი მოლაპარაკების თავი, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება, ხორვატიას ასევე დიდი ხანია დაბლოკილი აქვს ორმხრივი და ისტორიული დავების გამო. შეფერხებულია მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თავიც.

დაძაბულობას დამატებით შეუწყო ხელი ბელგრადში სერბი სამხედრო დამნაშავის, ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის რატკო მლადიჩის დაკრძალვასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა.

„გაფართოება მხოლოდ მოლაპარაკებების თავების დახურვას არ გულისხმობს. ჩემი აზრით, ეს დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებასაც ეხება“, - განაცხადა ხორვატმა ევროპარლამენტარმა სუნჩანა გლავაკმა, რომელიც მმართველი ხორვატიის „დემოკრატიული კავშირის“ (HDZ) წევრია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს