ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

BBC: ნიდერლანდებში რკინიგზის მუშაობა სავარაუდო დივერსიის გამო შეფერხდა

BBC: ნიდერლანდებში რკინიგზის მუშაობა სავარაუდო დივერსიის გამო შეფერხდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიდერლანდების რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ამსტერდამში, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის, ProRail-ის განცხადებით, მიზეზი ლიანდაგებზე სავარაუდო დივერსია გახდა, იუწყება BBC-ი. Pr…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიდერლანდების რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ამსტერდამში, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის, ProRail-ის განცხადებით, მიზეზი ლიანდაგებზე სავარაუდო დივერსია გახდა, იუწყება BBC-ი. Pr…

ნიდერლანდების რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ამსტერდამში, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის, ProRail-ის განცხადებით, მიზეზი ლიანდაგებზე სავარაუდო დივერსია გახდა, იუწყება BBC-ი.

ProRail-მა მგზავრები გააფრთხილა, რომ სამშაბათს ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში მატარებლების რეისების გაუქმებასა და დაგვიანებას უნდა ელოდონ. შეფერხებები რამდენიმე სარკინიგზო გადასასვლელსაც შეეხო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლიანდაგებზე რამდენიმე ადგილას მილები იყო დამაგრებული. ProRail-ის განცხადებით, ინციდენტი, სავარაუდოდ, „განზრახ შეფერხებას წარმოადგენდა, რომელიც ადამიანის მოქმედებით იყო გამოწვეული“.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ეჭვმიტანილები და შესაძლო მოტივი გამოვლენილი არ არის. მომხდარს ეროვნული პოლიციის სპეციალური დანაყოფი იძიებს.

ProRail-ის ვებგვერდზე სამშაბათს ქვეყნის მასშტაბით 15 შეფერხება აღირიცხა. პრობლემები შეეხო მარშრუტებსაც, რომლებიც ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტ სჰიფჰოლსა და უტრეხტს უკავშირდება.

„ლიანდაგის რამდენიმე მონაკვეთზე აღმოჩნდა მასალები, რომლებიც იქ განზრახ იყო დაწყობილი. ამან მონაკვეთების გაუმართაობა გამოიწვია. როგორც ჩანს, საქმე დივერსიასთან გვაქვს“, - ნათქვამია ProRail-ის განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს