ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ, დონალდ ტრამპის რეიტინგი 33-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ, დონალდ ტრამპის რეიტინგი 33-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი 33-დან 35%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს . Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი 33-დან 35%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს . Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები…

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი 33-დან 35%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 63%, მათ შორის 10-დან 4 რესპუბლიკელი და 10-დან 9 დემოკრატი, მიიჩნევს, რომ ტრამპის შეთავაზება შუალედური არჩევნების შემდეგ თითოეული მოქალაქისათვის 5 000 დოლარის გადაცემის შესახებ არარეალისტურია.

კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო გამოკითხვაში 44%-მა – დემოკრატები, ხოლო 37%-მა რესპუბლიკელები აირჩია.

რაც შეეხება ტრამპის მიერ აშშ-ის დედაქალაქში განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს, მათ შორის თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზს, გამოკითხვაში მონაწილე დემოკრატების 91%-მა განაცხადა, რომ ისინი გეგმების წინააღმდეგი არიან, ხოლო რესპუბლიკელებს შორის წინააღმდეგი 1/4 აღმოჩნდა.

მედიის ცნობით, ტრამპის პოპულარობა მას შემდეგ შემცირდა, რაც თებერვალში ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რამაც ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება შეაფერხა და საწვავის ფასის ზრდა გამოიწვია.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. სულ აშშ-ის 1 143 მოქალაქე გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი კი +-3%-ია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს