ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტი-LGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ორბანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტი-LGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ორბანი…

უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტი-LGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ორბანის დროს მიღებული კანონი 18 წლამდე პირებისთვის „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ კრძალავდა.

ვიქტორ ორბანის მთავრობა, რომელიც აპრილში ჩატარებულ არჩევნებში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა, ქრისტიანულ-კონსერვატიულ დღის წესრიგს ატარებდა. 2021 წელს მისმა ხელისუფლებამ აკრძალა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომ მედიაკონტენტში „ჰომოსექსუალობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია“, ასევე გენდერის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ორბანის განცხადებით, ანტი-LGBTQ+ კანონების მიზანი ბავშვების დაცვა იყო, თუმცა შეზღუდვებს მკაცრად აკრიტიკებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროკავშირი.

უნგრეთის იუსტიციის ახალმა მინისტრმა მარტა გოროგმა მაისში განაცხადა, რომ ქვეყანას LGBTQ+ თემატიკის შემცველი კონტენტის ხელმისაწვდომობის შემზღუდველი კანონმდებლობის გადახედვა მოუწევდა. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ აპრილში დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და ხელს უწყობდა გეი და ტრანსგენდერი ადამიანების სტიგმატიზაციასა და მარგინალიზაციას.

პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი, რომელმაც აპრილის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. უნგრეთის ევროკავშირის პოლიტიკურ მეინსტრიმში დაბრუნება ასევე გულისხმობს დემოკრატიულ სტანდარტებთან და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს