ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

Reuters: იტალიამ და ესპანეთმა შენგენის ზონის მოქმედება კიდევ 15 დღით შეაჩერეს

Reuters: იტალიამ და ესპანეთმა შენგენის ზონის მოქმედება კიდევ 15 დღით შეაჩერეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იტალიამ და ესპანეთმა ევროკავშირის შენგენის ზონით გათვალისწინებული საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის მოქმედება ერთმანეთთან მიმართებით კიდევ 15 დღით შეაჩერეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . იტალიის შინაგან საქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იტალიამ და ესპანეთმა ევროკავშირის შენგენის ზონით გათვალისწინებული საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის მოქმედება ერთმანეთთან მიმართებით კიდევ 15 დღით შეაჩერეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . იტალიის შინაგან საქ…

იტალიამ და ესპანეთმა ევროკავშირის შენგენის ზონით გათვალისწინებული საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის მოქმედება ერთმანეთთან მიმართებით კიდევ 15 დღით შეაჩერეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ „შიდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკები კვლავ არსებობს და ასევე პოტენციური საფრთხეა შესაძლო ტერორისტული ინფილტრაციის კუთხით“.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზღვარზე კონტროლის დაწესების საფუძვლად არსებული გარემოებები კვლავ ძალაშია. შესაბამისად, მადრიდმა იტალიასთან საზღვარზე კონტროლის შენარჩუნება 8 ოქტომბრამდე გადაწყვიტა.

იტალიამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი პირველად 31 ივლისს შეაჩერა. გადაწყვეტილება მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი შემოდინების შემდეგ მიიღეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს