ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

კეშ პატელი: უცხო ქვეყნის მთავრობებს არ მიეცემათ უფლება, საფრთხე შეუქმნან აშშ-ში მცხოვრები ადამიანების თავისუფლებას

კეშ პატელი: უცხო ქვეყნის მთავრობებს არ მიეცემათ უფლება, საფრთხე შეუქმნან აშშ-ში მცხოვრები ადამიანების თავისუფლებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის დაზვერვა, სავარაუდოდ, აშშ-ის ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი სოციალურ ქსელში წერს . მისი თქმით, უცხო ქვეყნის მთავრობებს არ მიეცემათ უფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის დაზვერვა, სავარაუდოდ, აშშ-ის ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი სოციალურ ქსელში წერს . მისი თქმით, უცხო ქვეყნის მთავრობებს არ მიეცემათ უფ…

რუსეთის დაზვერვა, სავარაუდოდ, აშშ-ის ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის მთავრობებს არ მიეცემათ უფლება, გააჩუმონ კრიტიკოსები, დაარღვიონ კანონები ან საფრთხე შეუქმნან ამერიკაში მცხოვრები ადამიანების თავისუფლებას.

„გამოძიების ფედერალური ბიურო დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და დაუპირისპირდება ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ყველგან, სადაც ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“, – წერს პატელი.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვის ხუთ სავარაუდო აგენტს. მათ ბრალად ედებათ რუსეთის მიერ მტრად მიჩნეული პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები, სულ მცირე, ერთი ცნობილი დისიდენტის მკვლელობის დაგეგმვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს