ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად

კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იუსტიციის დეპარტამენტი მკაცრ ზომებს ატარებს არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“. „ჩემი ახალი კა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იუსტიციის დეპარტამენტი მკაცრ ზომებს ატარებს არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“. „ჩემი ახალი კა…

იუსტიციის დეპარტამენტი მკაცრ ზომებს ატარებს არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“.

„ჩემი ახალი კანონპროექტი ცვლილებებს შეიტანს „ფარას“ კანონში, რათა მისი მოქმედება გავრცელდეს ინფლუენსერებზეც, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.

ცნობისთვის, იუსტიციის დეპარტამენტს სურს, საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ. შეერთებულ შტატებში იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ასეთი რეგისტრაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„კანონიერი პროტესტი და დამოუკიდებელი ინტერესების დაცვა დაცული უფლებებია. თუმცა, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოელი სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გაეცანით თქვენს ვალდებულებებს FARA-სა და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს