ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

ვოლოდიმირ ზელენსკი: სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა

ვოლოდიმირ ზელენსკი: სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა . როგორც მან აღნიშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა . როგორც მან აღნიშ…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა.

„სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა.

კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა სამიზნე და დაზიანებები რვა ოლქში დაფიქსირდა. რუსებმა სუმისა და ოდესის ოლქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. კიევსა და ოდესაში კი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ზოგიერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა“, - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ლინდსი გრემის კანონი“ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ სხვა მკაცრ სასანქციო ნაბიჯებთან ერთად უკიდურესად ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ომი.

„ლინდსი გრემის კანონპროექტი“, ჩვენი პარტნიორების მიერ ომის წყაროს, რუსეთის, წინააღმდეგ გადადგმულ სხვა მკაცრ სასანქციო ნაბიჯებთან ერთად უკიდურესად ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს ეს ტერორისტული ომი და რუსეთი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, როდესაც მას მშვიდობის დამყარება მოუწევს.

სანქციები ძლიერი უნდა იყოს, რათა მშვიდობის მისაღწევად მიმართული ყველა ძალისხმევა, მათ შორის ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა შეერთებულ შტატებთან, ევროპასა და სხვა მეგობარ ქვეყნებთან, წარმატებით დასრულდეს.

მადლობას ვუხდი წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებსა და აშშ-ის კონგრესის ლიდერებს ამ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს“, აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს მხარი დღეს დაუჭირა. კანონპროექტი ახლა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს