ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს

ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა , რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. მენდელს პოლიტიკური ჯგუფის „სუვერენულ ერთა ევროპის“ მიერ ორგანიზებულ ღონ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა , რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. მენდელს პოლიტიკური ჯგუფის „სუვერენულ ერთა ევროპის“ მიერ ორგანიზებულ ღონ…

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

მენდელს პოლიტიკური ჯგუფის „სუვერენულ ერთა ევროპის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ომის დასრულებაზე უნდა ელაპარაკა. ღონისძიებაზე ის პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიიწვია.

„ჩემი გამოსვლის დღეს ევროპარლამენტში შესვლის უფლება არ მომცეს. ამას პირდაპირ ვუკავშირებ ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებს. თუმცა, გამოსვლა მაინც შედგება, რადგან ვიცი, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის წარმომადგენელი ვარ - იმ ადამიანების, რომლებსაც მშვიდობა სურთ და სურთ, რომ მათი ხმა გაიგონონ“, - დაწერა მენდელმა.

მენდელმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა დისტანციურად შეძლო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ პრესმდივანს რამდენიმე დღის წინ სანქციები დაუწესა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს