ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სინგაპურის ხელისუფლებამ აამოქმედა პროგრამა, რომლის მონაწილეებსაც ყოველდღიური კითხვისთვის მცირე ფულადი ჯილდოს მიღება შეუძლიათ. The Straits Times-ის ცნობით , ამ გზით ქვეყანაში სურთ ებრძოლონ „დუმსქროლინგს“ [პროცესი, როდესაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სინგაპურის ხელისუფლებამ აამოქმედა პროგრამა, რომლის მონაწილეებსაც ყოველდღიური კითხვისთვის მცირე ფულადი ჯილდოს მიღება შეუძლიათ. The Straits Times-ის ცნობით , ამ გზით ქვეყანაში სურთ ებრძოლონ „დუმსქროლინგს“ [პროცესი, როდესაც…

სინგაპურის ხელისუფლებამ აამოქმედა პროგრამა, რომლის მონაწილეებსაც ყოველდღიური კითხვისთვის მცირე ფულადი ჯილდოს მიღება შეუძლიათ. The Straits Times-ის ცნობით, ამ გზით ქვეყანაში სურთ ებრძოლონ „დუმსქროლინგს“ [პროცესი, როდესაც ნეგატიურ ამბებს დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში „ვსქროლავთ“]

და მცხოვრებლებს კონცენტრაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარი განუვითარონ.

ქულების მისაღებად მონაწილემ დღეში სულ მცირე 15 წუთი უნდა იკითხოს და ეს სპეციალურ სახელმწიფო პლატფორმაზე დააფიქსიროს. თითო ასეთ სესიაზე 20 ვირტუალური მონეტა ირიცხება, ხოლო 1000 მონეტის ერთ სინგაპურულ დოლარში გადაცვლაა შესაძლებელი. ამრიგად, ერთი დოლარის მისაღებად საჭიროა ყოველდღიური კითხვა 50 დღის განმავლობაში.

სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკის საბჭოს ხელმძღვანელის, მელისა ტამის თქმით, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას. „მთავარი გზავნილი, რომელიც სინგაპურის მცხოვრებლამდე გვინდა მივიტანოთ, არის ის, რომ კითხვა გონების შესანიშნავი ვარჯიშია. კითხვის დაწყება და ამ ჩვევის შენარჩუნება მარტივია და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ეს ჩვენს საერთო ჩვევად ვაქციოთ“, - განმარტა ტამმა.

მსგავსი პროგრამები სინგაპურში მანამდეც მოქმედებდა. 2015 წელს ქვეყანაში ჩაეშვა პროგრამა National Steps Challenge, რომელიც მცხოვრებლებს ფეხით მეტი სიარულისა და ფიზიკური აქტივობისკენ წახალისებას სთავაზობდა. ნაბიჯებისთვის ასევე ირიცხებოდა ქულები, რომელთა გადაცვლაც ჯილდოებსა და ვაუჩერებში იყო შესაძლებელი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს