ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

"დილით ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს, რათა ჩემი გადაწყვეტილება მეცნობებინა" - კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერის კანდიდატების წარდგენა, სავარაუდოდ, 9 ივლისს დაიწყება

"დილით ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს, რათა ჩემი გადაწყვეტილება მეცნობებინა" - კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერის კანდიდატების წარდგენა, სავარაუდოდ, 9 ივლისს დაიწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერმა პრემიერის და ლეიბორისტების ლიდერის პოსტი დატოვა. "ჩემს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ყოველთვის ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერმა პრემიერის და ლეიბორისტების ლიდერის პოსტი დატოვა. "ჩემს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ყოველთვის ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომე…

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერმა პრემიერის და ლეიბორისტების ლიდერის პოსტი დატოვა.

"ჩემს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ყოველთვის ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ, ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს.

ამ დილით ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს, რათა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეცნობებინა.

მივმართავ ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს, რათა განისაზღვროს ახალი ლიდერის არჩევის განრიგი, რომლის მიხედვითაც კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე დასრულდება", - განაცხადა სტარმერმა.

"მე ასევე სრულ და უპირობო მხარდაჭერას გამოვუცხადებ ჩემს მემკვიდრეს, რადგან მჯერა, რომ ის ჩაიბარებს ბრიტანეთს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი და სამართლიანია, ვიდრე ის, რომელიც მე დამხვდა ორი წლის წინ", - დასძინა კირ სტარმერმა დაუნინგ სტრიტის რეზიდენციასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს