გერმანიის მთავრობის ცნობით, დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს . გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინის ომის დასასრულებლად გადასადგმ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს . გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინის ომის დასასრულებლად გადასადგმ…
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინის ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
„კანცლერმა და პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს“, – განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.
ამასთან, მისივე თქმით, მერცმა ასევე მიულოცა ტრამპს აშშ-ის კონგრესის მიერ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება.
ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში არსებული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორივე საზღვაო მარშრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის აუცილებლობას.