ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

NBC News: F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა

NBC News: F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს . ტელეარხის ცნობით, თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება დროულად შეძლო და უსაფრთხოდ გადმოვიდა. ინცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს . ტელეარხის ცნობით, თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება დროულად შეძლო და უსაფრთხოდ გადმოვიდა. ინცი…

აშშ-ის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება დროულად შეძლო და უსაფრთხოდ გადმოვიდა. ინციდენტი გრანდ ტრავერსის ოლქში, გეგმური საწვრთნელი მისიის დროს მოხდა.

მიჩიგანის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაიკლ კროლმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი ტეხასის ეროვნული გვარდიის კუთვნილება იყო.

მიჩიგანის შტატის პოლიციის ინფორმაციით, პილოტის მდგომარეობა სტაბილურია და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.

ერთ-ერთი თვითმხილველის, ნიკოლ კონრადის თქმით, სამხედრო თვითმფრინავი პირველად მისმა შვილებმა შენიშნეს. „მესმის ძლიერი აფეთქების ხმა, შემდეგ კი ვხედავ ფერად პარაშუტს და ამ კაცს, რომელიც ციდან ეშვება“, - განუცხადა მან NBC News-ს.

კიდევ ერთმა თვითმხილველმა, ედ უილსონმა, განაცხადა, რომ დაინახა, როგორ ეცემოდა თვითმფრინავი, რასაც აფეთქება და შავი კვამლი მოჰყვა.

„თვითმფრინავი პირდაპირ ქვემოთ დაეშვა, ცხვირი ზემოთ ჰქონდა მიმართული და შემდეგ გაქრა“, - განაცხადა უილსონმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს