ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Le Figaro: საფრანგეთში დიზელის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა - 1 ლიტრი 2,39 ევრო ღირს

Le Figaro: საფრანგეთში დიზელის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა - 1 ლიტრი 2,39 ევრო ღირს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში ერთი ლიტრის დიზელის საშუალო ფასმა 2,39 ევროს გადააჭარბა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია. საწვავის გაძვირების ფონზე ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებები სულ უფრო ძლიერდება, იუწყება Le Figaro. ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში ერთი ლიტრის დიზელის საშუალო ფასმა 2,39 ევროს გადააჭარბა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია. საწვავის გაძვირების ფონზე ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებები სულ უფრო ძლიერდება, იუწყება Le Figaro. ს…

საფრანგეთში ერთი ლიტრის დიზელის საშუალო ფასმა 2,39 ევროს გადააჭარბა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია. საწვავის გაძვირების ფონზე ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებები სულ უფრო ძლიერდება, იუწყება Le Figaro.

საშუალო ფასი პარასკევს საფრანგეთის 9 000-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურზე დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფასებიდან AFP-მ გამოთვალა.

ახალი მაჩვენებელი 2026 წლის აპრილში დაფიქსირებულ წინა რეკორდს აჭარბებს, როდესაც დიზელის ფასი საშუალოდ 2,38 ევროზე ოდნავ მეტი იყო.

რაც შეეხება საფრანგეთში ყველაზე გაყიდვად ბენზინს - SP95-E10-ს, მისი ფასი პარასკევს დილით ლიტრზე 2,17 ევროს შეადგენდა. აღნიშნული საწვავის ფასი ბოლო ათ დღეზე მეტია, რაც 2022 წლის რეკორდულ ნიშნულზე მაღალია.

SP95-E10-ის ფასი 2022 წლის 14 ივნისს ლიტრზე 2,11 ევრომდე გაიზარდა. მაშინდელი რეკორდი საწვავზე მაღალმა მოთხოვნამ და უკრაინის ომთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ განაპირობა.

პარასკევს საფრანგეთში 700-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურზე დიზელის ფასი ლიტრზე 2,5 ევროს აღემატებოდა. მათგან დაახლოებით 70 სადგურზე ფასი 2,7 ევროზე მეტი იყო.

ამასთან, 100-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური აცხადებდა, რომ SP95-E10-ის ერთ ლიტრს 2,4 ევროდ ან უფრო ძვირად ყიდდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს