უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ევროკავშირმა უკრაინას 3,3 მილიარდი ევრო რაკეტებისა და დრონების შესაძენად გადასცა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს . „ევროკავშირისგან Ukraine Support Loan-ის ფარგლ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ევროკავშირმა უკრაინას 3,3 მილიარდი ევრო რაკეტებისა და დრონების შესაძენად გადასცა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს . „ევროკავშირისგან Ukraine Support Loan-ის ფარგლ…
ევროკავშირმა უკრაინას 3,3 მილიარდი ევრო რაკეტებისა და დრონების შესაძენად გადასცა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„ევროკავშირისგან Ukraine Support Loan-ის ფარგლებში 3,3 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი ტრანში მივიღეთ. თანხებს პირველადი მნიშვნელობის თავდაცვის საჭიროებებისთვის, მათ შორის რაკეტებისა და დრონების შესაძენად მივმართავთ“, - დაწერა კორეცკიმ.
უკრაინის პრემიერმა თანხის გამოყოფისთვის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიას და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა.