ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

მედია: თურქეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და პროსტიტუციის საქმეებზე 18 მსახიობი, მომღერალი და ყოფილი ფეხბურთელი ჰასან შაში დააკავეს

მედია: თურქეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და პროსტიტუციის საქმეებზე 18 მსახიობი, მომღერალი და ყოფილი ფეხბურთელი ჰასან შაში დააკავეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთში, სტამბოლის ბაქირქოის რაიონის პროკურატურის მიერ ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს. საქმეზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთში, სტამბოლის ბაქირქოის რაიონის პროკურატურის მიერ ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს. საქმეზე…

თურქეთში, სტამბოლის ბაქირქოის რაიონის პროკურატურის მიერ ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს. საქმეზე 24 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, მათგან 18 უკვე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაკავებულთა შორის არიან მსახიობები არაშ ბულუთ ინემლი, მელის სეზენი, ნილპერი შაჰინქაია, მელისა შენსოლუნი და აფრა სარაჩოღლუ, მომღერალი სეფო, თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჰასან შაში და სხვა ცნობილი ადამიანები.

ბაქირქოის რაიონის პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობები, მომღერლები, ბიზნესმენები, მეწარმეები და სოციალური ქსელების ინფლუენსერები ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდნენ, ხელს უწყობდნენ ნარკოტიკების მოხმარებას ან ამისთვის შესაბამის ადგილს უზრუნველყოფდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სტამბოლის ჟანდარმერიის სამმართველოს დღეს 18 ეჭვმიტანილის დაკავების, მათი საცხოვრებელი და სხვა ადგილების ჩხრეკის, ბიოლოგიური ნიმუშების აღებისა და დაკითხვის შემდეგ ბაქირქოის რაიონის პროკურატურაში წარდგენის შესახებ შესაბამისი მითითება მიეცა.

ამასთან, ბაქირქოის რაიონის პროკურატურა კიდევ ერთ საქმეს იძიებს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, შეძენა-მიწოდებასა და პროსტიტუციას ეხება. ამ საქმის ფარგლებში კიდევ ექვსი პირის დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს