ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას,  მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შეთანხმების მიღწევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად. ქვეყნების ლიდერები იძულებულნი უნდა გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან - აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შეთანხმების მიღწევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად. ქვეყნების ლიდერები იძულებულნი უნდა გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან - აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინი…

ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შეთანხმების მიღწევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად. ქვეყნების ლიდერები იძულებულნი უნდა გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან - აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებაში, რომელიც მან პრაღის თავდაცვის სამიტზე გააკეთა.

ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ომი დიპლომატიური გზით უნდა დაასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს - აცხადებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ნათელია, რომ პუტინი აგრესორია. ის ნამდვილად აკეთებს იმას, რაც მიუღებელია. ევროპამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, აიძულოს უნდა როგორც პრეზიდენტი ზელენსკი, ისე პრეზიდენტი პუტინი, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. დიპლომატია სისუსტე არ არის. ეს წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა მან.

ბაბიშის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მკაფიო სიგნალს აგზავნის: ეს ომი, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პრობლემაა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა „მტკივნეულად პასიურია და სრულიად უუნარო ან უნებლიეა, იმოქმედოს“.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპული ლიდერობა, რომელიც იმოქმედებს. ჩვენი დღევანდელი ყოყმანის ფასი დამანგრეველია. არ მეშინია ამის ხმამაღლა თქმის: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ. ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ“, - განაცხადა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს