ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

„ლე მონდე“: ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში რუსეთის ჩრდილოვანი ოპერაციების საფრთხე იზრდება და მთავრობას რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად ზომების მიღება დაავალა

„ლე მონდე“: ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში რუსეთის ჩრდილოვანი ოპერაციების საფრთხე იზრდება და მთავრობას რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად ზომების მიღება დაავალა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ოპერაციების საფრთხე ევროპაში იზრდება და მთავრობას საფრანგეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ოპერაციების საფრთხე ევროპაში იზრდება და მთავრობას საფრანგეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცა…

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ოპერაციების საფრთხე ევროპაში იზრდება და მთავრობას საფრანგეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად ზომების მიღება დაავალა. ინფორმაციას გამოცემა „ლე მონდე“ ავრცელებს.

„რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე ევროპელებისა და საფრანგეთის წინააღმდეგ გაძლიერდა“, – აღნიშნა მაკრონმა ფრანგ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პრეფექტებს შეხვდა, რათა „რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირების მიზნით, სიფხიზლე გაძლიერდეს“.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, თავდაცვის მრეწველობისა და ტექნოლოგიების „ყველაზე მგრძნობიარე“ ობიექტების დრონებისა და კიბერთავდასხმებისგან დაცვის გეგმის მომზადება დაავალა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების მიუხედავად, საფრანგეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჩრდილოვან თავდასხმებს უპასუხებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს