ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანია ბენზინსა და დიზელზე გადასახადს ლიტრზე 17 ევროცენტით შეამცირებს. შესაბამისი ღონისძიებების პაკეტის ღირებულება 2,5 მილიარდი ევრო იქნება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანია ბენზინსა და დიზელზე გადასახადს ლიტრზე 17 ევროცენტით შეამცირებს. შესაბამისი ღონისძიებების პაკეტის ღირებულება 2,5 მილიარდი ევრო იქნება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გე…

გერმანია ბენზინსა და დიზელზე გადასახადს ლიტრზე 17 ევროცენტით შეამცირებს. შესაბამისი ღონისძიებების პაკეტის ღირებულება 2,5 მილიარდი ევრო იქნება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ მიიღო. საგადასახადო შეღავათი ძალაში მომდევნო თვიდან შევა.

„ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარ ავტომობილებზე არიან დამოკიდებული, ფინანსური შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდებიან... 2,5 მილიარდი ევროს ოდენობის შეღავათების პაკეტი მცირე თანხა ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით, ბიუჯეტზე არსებული წნეხის პირობებში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

ღონისძიება, რომელიც გერმანიის ფედერალურ და რეგიონულ მთავრობებს შორის შეთანხმდა, მერცის მიერ დაპირებული პაკეტის ნაწილია. საწვავის ფასები ირანში მიმდინარე ომისა და იემენში მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰუსიტებსა“ და საუდის არაბეთს შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე იზრდება, წერს გამოცემა.

POLITICO-ს ცნობით, ორი კვირის წინ ნავთობის ერთ-ერთმა მთავარმა საორიენტაციო ფასმა ბარელზე 100 დოლარს მიაღწია, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარების ბოლო გამწვავების, ანუ ივლისის შემდეგ პირველად მოხდა. შედეგად, საწვავის ფასები მთელ ევროპაში მკვეთრად გაიზარდა.

მერცის მთავრობა ასევე გეგმავს ბენზინსა და დიზელზე საწვავის ფასის დროებითი ზედა ზღვრის დაწესებას, რომლის მოდელიც ლუქსემბურგსა და ბელგიაში მოქმედი მსგავსი მექანიზმების მიხედვით შეიქმნება. ფასის ზედა ზღვრის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება ნავთობის ბაზარზე ფასების ცვლილება, ტრანსპორტირებისა და დისტრიბუციის ხარჯები, ასევე საცალო მოვაჭრეების მოგების მარჟა. ბერლინი ამ ღონისძიების ამოქმედებას 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გეგმავს.

გერმანია, ფინანსთა მინისტრ ლარს კლინგბაილის მეშვეობით, ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ნავთობკომპანიებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ზემოგების გადასახადის დაწესებას ითხოვენ. საქმე ეხება კომპანიებს, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ მილიარდობით ევროს ოდენობის დამატებითი მოგება მიიღეს.

ეს საკითხი დუბლინში პარასკევსა და შაბათს დაგეგმილი ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

შეხვედრის დაწყებამდე კლინგბაილმა ევროკომისიას მოუწოდა, შესაბამისი წინადადება ოქტომბრის ბოლომდე წარადგინოს.

„რამდენიმე წევრი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ითხოვს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას. ადამიანები ხედავენ, როგორ სარგებლობენ ნავთობკომპანიები შექმნილი ვითარებით, მომხმარებლებს ზედმეტ თანხას ახდევინებენ და საკუთარ მოგებას მნიშვნელოვნად ზრდიან“, - განაცხადა კლინგბაილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს