ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრძალვის შესახებ

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრძალვის შესახებ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრძალვის შესახებ. ასოციაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია იცავს პრესის თავისუფლებას და ეს ეხე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრძალვის შესახებ. ასოციაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია იცავს პრესის თავისუფლებას და ეს ეხე…

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრძალვის შესახებ.

ასოციაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია იცავს პრესის თავისუფლებას და ეს ეხება ამერიკელების უფლებას, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ხელისუფლების შესახებ.

„სიენენში“ განმარტეს, რომ მსგავსი აკრძალვა „უკანონო თავდასხმაა“ კონსტიტუციურად დაცულ უფლებაზე.

„კონსტიტუციით გვაქვს უფლება, ეს რეპორტაჟები გავაკეთოთ მთავრობის მიერ ხელის შეშლის გარეშე. თუკი პრეზიდენტ ტრამპის მუქარა აკრძალვის შესახებ ძალაში შევა, ეს იქნება უკანონო თავდასხმა ამ კონსტიტუციურად დაცულ უფლებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნიუ იორკ თაიმსში“ კი აღნიშნეს, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი „არაკონსტიტუციური“ მცდელობა, შეზღუდოს არასასურველი მედია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-ის და Politico-ს წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს