ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს

იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, კანონპროექ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, კანონპროექ…

იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს.

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, კანონპროექტს უახლოეს პერიოდში მინისტრთა საბჭოს სხდომაზე წარადგენენ.

მისივე თქმით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იტალიური ენის სავალდებულო შესწავლას იმ უცხოელი მოსწავლეების მშობლებისთვის, რომელთა შვილებსაც იტალიურ სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი სირთულეები აქვთ.

„უახლოეს პერიოდში მინისტრთა საბჭოს სხდომაზე წარდგენილი იქნება კანონპროექტი, რომელიც კლასში უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალურ რაოდენობას კანონით განსაზღვრავს. ის ასევე უცხოელი მოსწავლეების მშობლებს, რომელთა შვილებსაც სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის სერიოზული სირთულეები აქვთ, იტალიური ენის შესწავლას მოსთხოვს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს“ , – განაცხადა მელონიმ.

მელონის არ დაუკონკრეტებია, რამდენი უცხოელი მოსწავლის ყოფნა იქნება დაშვებული ერთ კლასში.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სკოლებში უნდა აიკრძალოს ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სრულად ფარავს სახეს, მათ შორის ბურკისა და ნიქაბის.

„სკოლაში სახე ღია უნდა იყოს და იტალიაში ვერავინ, ნამდვილი თუ გამოგონილი ტრადიციის სახელით, ვერ გადაწყვეტს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დაფაროს“, – განაცხადა მელონიმ.

როგორც ,,როიტერი” წერს, იტალიის სკოლებში მოსწავლეების 11.6%-ს იტალიის მოქალაქეობა არ აქვს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს