ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ევროპეისკაია პრავდა: ევროკავშირის ელჩები პუტინისა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და ახალ შეხვედრას გეგმავენ

ევროპეისკაია პრავდა: ევროკავშირის ელჩები პუტინისა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და ახალ შეხვედრას გეგმავენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ორშაბათს დილით ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდა . საუბარია სანქციებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, საგარეო საქმეთა მინის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ორშაბათს დილით ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდა . საუბარია სანქციებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, საგარეო საქმეთა მინის…

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ორშაბათს დილით ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდა. საუბარია სანქციებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და რუსეთში გაქცეული უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ.

ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აღინიშნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელების განხილვა ნაშუადღევს გაგრძელდება. მოქმედი სანქციების რეჟიმი, რომლის სიის ფორმირებაც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაზე.

14 სექტემბერს ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმი 7 დღით გააგრძელა, რადგან სლოვაკეთი და საფრანგეთი სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებას კვლავ ითხოვენ.

„ევროპეისკაია პრავდას“ წყაროებმა აცნობეს, რომ პარიზს უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანის ციხეებში მყოფი თავისი რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ სურს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს