ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არ მგონია მერცმა საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლოს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით. ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არ მგონია მერცმა საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლოს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით. ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის…

არ მგონია მერცმა საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლოს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით. ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა.

მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ უნდა დაფიქრდნენ, სურთ თუ არა მერცთან მუშაობის გაგრძელება.

„ფრიდრიხ მერცი ქრისტიან-დემოკრატებისთვის კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა ქრისტიან-დემოკრატები უნდა დაფიქრდნენ, სურთ თუ არა, მასთან ერთად გააგრძელონ მუშაობა“, - აღნიშნა ალის ვაიდელმა.

გერმანიის ორ მიწაზე პარლამენტი აირჩიეს. საქსონია-ანჰალტის შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება. პარტიამ „ალერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთ რეგიონში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე მოიგო. AfD-მ ხმათა 38,2 % მოიპოვა, თუმცა რეგიონული მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს, რადგანაც 35.5%-ით მეორე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კოალიციის შესაქმნელად და მემარჯვენეების ხელისუფლებაში არდაშვებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ექნება.

განსხვავებულია შედეგები აჩვენეს პოლიტიკურმა ძალებმა ბერლინში, სადაც „მემარცხენე პარტია“ ხმათა 25,7%-ით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა გახდა, მეორე ადგილზე 18,8,%-ით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია, 16,3%-ით მესამე ადგილს იკავებს „ალტერნატივა გერმანიისთვის,“ მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი „მწვანეები“ და სოციალ-დემოკრატები ინაწილებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინი „მემარცხენე ქალაქის“ სტატუსს შეინარჩუნებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს