ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 16

ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირმა სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა . ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კაია კალასის თქმით, 18-20 სექტემბერს გამართულმა კენჭისყრამ „ხაზი გაუსვა რუსეთში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირმა სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა . ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კაია კალასის თქმით, 18-20 სექტემბერს გამართულმა კენჭისყრამ „ხაზი გაუსვა რუსეთში…

ევროკავშირმა სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კაია კალასის თქმით, 18-20 სექტემბერს გამართულმა კენჭისყრამ „ხაზი გაუსვა რუსეთში დემოკრატიის გაღრმავებულ ეროზიას სულ უფრო ავტორიტარული პოლიტიკური ატმოსფეროს პირობებში“.

„გადაწყვეტილებამ, ფედერალური სიით არ დაეშვათ პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატები, კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლის არჩევანი, რადგან საარჩევნო პროცესს ჩამოაცილა ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ოპოზიციური ძალა და ერთადერთი პარტია ომის საწინააღმდეგო პროგრამით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კალასმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან „ადმინისტრაციული და სასამართლო რესურსების მასშტაბურ ბოროტად გამოყენებაზე“, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ეუთოს დამკვირვებლების არდაშვებასა და იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს „წაართვეს საკუთარი ქვეყნის მომავლის რეალური არჩევანის შესაძლებლობა“.

ევროკავშირის წარმომადგენელი მხარდაჭერას დაჰპირდა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, უფლებადამცველებსა და დამოუკიდებელ მედიას. მისი თქმით, ბრიუსელი გეგმავს ახალ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო კენჭისყრის ორგანიზებაში ან კანდიდატად იყრიდა კენჭს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მათ მიმართ, ვინც „რუსეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის ძირის გამოთხრაზე არის პასუხისმგებელი“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს