ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

„ბლუმბერგი“: უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

„ბლუმბერგი“: უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. უნგრეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მან ამერი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. უნგრეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მან ამერი…

უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

უნგრეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მან ამერიკელ კანონმდებლებს მიმართა თხოვნით, რომ გარდამავალ პერიოდში უნგრეთი რუსული ენერგორესურსების შესყიდვებთან დაკავშირებული ამერიკული სანქციებისგან გათავისუფლდეს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელისუფლება რუსულ ენერგორესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებასა და ნავთობის იმპორტის დივერსიფიცირებას გეგმავს. თუმცა, ამ ეტაპზე უნგრეთის ენერგეტიკული სისტემა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნისთვის მოქმედი სანქციებისგან გამონაკლისი 21 ნოემბერს იწურება. ამასთან, გამონაკლისის ვადის ამოწურვა ავტომატურად არ ნიშნავს უნგრეთისთვის სანქციებთან დაკავშირებული ზომების დაწესებას – ამისთვის აშშ-ის მხრიდან ცალკე გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

ამასთან, უნგრეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირების მიზნით ალტერნატიული გზების მოძიებასაც აგრძელებს და ერთ-ერთ ვარიანტად ხორვატიის გავლით ნავთობის მიწოდებას განიხილავს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული ნავთობპროდუქტების მყიდველი ქვეყნებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების უფლებამოსილება მისცა. ტრამპმა აღნიშნულ კანონმდებლობას 18 სექტემბერს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ის კანონად იქცა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს