ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს მოუწოდებენ , შეწყვიტოს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღება და მხარდაჭერა. მინისტრების განცხადებით, ირანის ეს პოლიტიკა ესკალაციის საშიშ ტენდენციას ქმნის, რაც ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს მოუწოდებენ , შეწყვიტოს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღება და მხარდაჭერა. მინისტრების განცხადებით, ირანის ეს პოლიტიკა ესკალაციის საშიშ ტენდენციას ქმნის, რაც ს…

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღება და მხარდაჭერა.

მინისტრების განცხადებით, ირანის ეს პოლიტიკა ესკალაციის საშიშ ტენდენციას ქმნის, რაც საერთაშორისო ვაჭრობას საფრთხეს უქმნის და გლობალური არასტაბილურობის რისკს ზრდის.

დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ იემენში და საუდის არაბეთის სამეფოს წინააღმდეგ „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებულ მიუღებელ და უწყვეტ თავდასხმებს. G7-ის ქვეყნები „ჰუსიტებს“ მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა სამხედრო მოქმედება, სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მუქარა და თავდასხმა, კეთილსინდისიერად დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს