ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინისთვის ნავთობის საცავის მშენებლობის გეგმებს საფრთხე უწოდა . მშენებლობის შესახებ მემორანდუმს სექტემბერში ხელი უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და უნგრულმა კომპანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინისთვის ნავთობის საცავის მშენებლობის გეგმებს საფრთხე უწოდა . მშენებლობის შესახებ მემორანდუმს სექტემბერში ხელი უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და უნგრულმა კომპანი…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინისთვის ნავთობის საცავის მშენებლობის გეგმებს საფრთხე უწოდა. მშენებლობის შესახებ მემორანდუმს სექტემბერში ხელი უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და უნგრულმა კომპანია MOL-მა მოაწერეს.

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

MOL-თან მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ 20 სექტემბერს „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელმა, სერჰი ფედორენკომ განაცხადა. შეთანხმებას ხელი კარპატების ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოეწერა. მემორანდუმი ​უნგრეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს უკრაინის საჭიროებებისთვის ნავთობსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს .

„ჩვენს საწვავის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების პირობებში, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაცია და დაცხრილვის ზონის მიღმა დამატებითი სასაწყობო სიმძლავრეების შექმნა მთელი ბაზრის სტაბილურობის საკითხია“, - დაწერა ფედორენკომ Facebook-ზე.

უნგრეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მთავრობას ნავთობსაცავის მშენებლობაზე MOL-ისთვის მოლაპარაკებების ნებართვა არ გაუცია. თავის მხრივ, MOL-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუბარია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებაზე და პროექტის მომზადების პროცესს წლები დასჭირდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს