ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა დაბლოკა

ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა დაბლოკა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების გახანგრძლივების საკითხს კვლავ განიხილავენ. მხარეები სანქციების სიიდან რუსი ბიზნესმენების - ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე ვერ თანხმდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების გახანგრძლივების საკითხს კვლავ განიხილავენ. მხარეები სანქციების სიიდან რუსი ბიზნესმენების - ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე ვერ თანხმდე…

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების გახანგრძლივების საკითხს კვლავ განიხილავენ. მხარეები სანქციების სიიდან რუსი ბიზნესმენების - ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე ვერ თანხმდებიან. მათთვის შეზღუდვების მოხსნას საფრანგეთი და სლოვაკეთი ითხოვენ. ელჩების შეთანხმება ლატვიამ დაბლოკა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განმარტა, რომ ევროპამ არ უნდა დაუშვას სანქციების შერბილება და რუსეთზე წნეხი უნდა გააძლიეროს.

„ვითარება ცალსახა არ არის. სანქციების მოქმედების ვადაზე შეთანხმებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. თუ დადგენილი ვადის ამოწურვამდე შეთანხმება ვერ მიიღწევა, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების გაგრძელება მთლიან სიასთან მიმართებით და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის ნაწილში“, - განაცხადა მან.

Reuters-ი წერდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები 21 სექტემბერს შეთანხმდნენ, რომ ალიშერ უსმანოვსა და მიხეილ ფრიდმანს სანქციებს მოუხსნიან, თუ ევროკავშირის არცერთი სახელმწიფო ამის წინააღმდეგ პოზიციას არ დააფიქსირებს.

14 სექტემბერს ევროკავშირის ელჩებმა სანქცირებული პირების სიის მოქმედების გაგრძელება მხოლოდ ერთი კვირით შეათანხმეს. აღნიშნული სია ყოველ ექვს თვეში ახლდება, რასაც გაერთიანების 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

თუმცა, ამჯერად სანქციების გაგრძელება რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო წარმოქმნილი აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ მოხერხდა. უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას მხარი სლოვაკეთმა და საფრანგეთმა დაუჭირეს, ფრიდმანისთვის შეზღუდვების გაუქმებას კი სლოვაკეთმა, უნგრეთმა და ლუქსემბურგმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს