ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მარკო რუბიომ რადიოსადგურ WABC-თან ინტერვიუში განაცხადა , რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმება „ამ ეტაპზე არ არსებობს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მარკო რუბიომ რადიოსადგურ WABC-თან ინტერვიუში განაცხადა , რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმება „ამ ეტაპზე არ არსებობს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამ…

მარკო რუბიომ რადიოსადგურ WABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმება „ამ ეტაპზე არ არსებობს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამარჯვებით“ კი არა, მოლაპარაკებების გზით დასრულდება.

„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არიან, გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა მხარეებს შორის უთანხმოების გადასალახად.

„ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება“, - განაცხადა რუბიომ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსულ მხარეს ენერგეტიკული ზავის შესახებ უკრაინულ წინადადებას გადასცემდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს