ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

​ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა

​ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხისარლიქის ბორცვზე მდებარე ანტიკური ქალაქი ტროა მეცნიერების გაოცებას განაგრძობს. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ჩანაქალეს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ქალაქი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხისარლიქის ბორცვზე მდებარე ანტიკური ქალაქი ტროა მეცნიერების გაოცებას განაგრძობს. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ჩანაქალეს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ქალაქი…

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხისარლიქის ბორცვზე მდებარე ანტიკური ქალაქი ტროა მეცნიერების გაოცებას განაგრძობს. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ჩანაქალეს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ქალაქის ყველაზე ადრეული აგორას ნაშთები გამოავლინა, რომლის ასაკიც დაახლოებით 2 800 წელია.

აქამდე მიჩნეული იყო, რომ ტროას დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 1184 წ.) ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო, სანამ ძვ. წ. VIII საუკუნეში იქ ეოლიელი ბერძნები არ დასახლდნენ და მას „ილიონი“ არ უწოდეს. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ - აგორამ, სამხრეთ ჭიშკრისკენ მიმავალმა მოკირწყლულმა გზამ და რკინის ხანის კერამიკამ ეს ჰიპოთეზა უარყო. გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განმარტებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან სულ რაღაც 80-90 წელიწადში გამოჩნდნენ და სახლების ასაშენებლად ქალაქის ძველი გალავანი გამოიყენეს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შემავალი ქალაქის ხელახალი აღმოჩენის ისტორია XIX საუკუნეში იწყება. 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა, ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეაზე“ დაყრდნობით, პირველი გათხრები დაიწყო და ტროას ქრონოლოგია 9 ძირითად ფაზად დაყო (ტროა I-დან ტროა IX-მდე).

ახლად შესწავლილი ტერიტორია მიეკუთვნება ტროა VI-ის პერიოდს (ძვ. წ. 1700–1300 წწ.), რომელიც ლეგენდარულ ომამდე ქალაქის უმაღლესი აღმავლობისა და ყვავილობის ხანად ითვლება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს