ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

უკრაინული მედია – ნიუ იორკში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა დაძაბული გამოდგა

უკრაინული მედია – ნიუ იორკში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა დაძაბული გამოდგა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა დაძაბული გამოდგა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს . გავრცელებული ცნობით, ნიუ იორკში შეხვედრის დროს ზელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა დაძაბული გამოდგა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს . გავრცელებული ცნობით, ნიუ იორკში შეხვედრის დროს ზელ…

ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა დაძაბული გამოდგა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, ნიუ იორკში შეხვედრის დროს ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის ფინანსური და თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინულმა მხარემ, კერძოდ, შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული თავდასხმების შესაძლო გააქტიურებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის გამო.

მედიის ცნობით, საუბრის დროს ზელენსკი აღშფოთებული იყო იმით, რომ ევროკავშირი დათანხმდა ორი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას სანქციების გახანგრძლივების შეთანხმების ფარგლებში.

შეხვედრის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად უფრო მეტ ძალისხმევას დებს, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენი ახალი სარაკეტო თავდაცვის პროგრამა ხელს შეუწყობს წარმოების მოცულობის სწრაფ ზრდას. უკრაინა კიდევ უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებს. და როგორც კი რეფორმები წინ წავა, ასევე გაიზრდება საბიუჯეტო მხარდაჭერაც. ამ კალენდარულ წელს ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 37 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს