ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

ნიკოლ ფაშიანიანი – ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც რეგიონული დაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას გამოიწვევს

ნიკოლ ფაშიანიანი – ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც რეგიონული დაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას გამოიწვევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა . „ეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა . „ეს…

ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ეს ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის ახალ ერას გახსნის“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

„ტრამპის მარშრუტის” გვერდითი ეფექტის სახით, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დამაკავშირებელი რკინიგზაც გაიხსნება. რას ვგულისხმობ ამაში? რამდენიმე წლის წინ სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით „მსოფლიოს გზაჯვარედინი“. აი, ბროშურა, ბრენდინგიც კი გვაქვს. ეს ყველაფერი ერთად ამ პროექტს რეალობად აქცევს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთსა და აშშ-ს შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობაზეც. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის 8 აგვისტოს შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად, სომხეთში ერთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტის სამი ცენტრი შეიქმნა, რომელთაგან ორი მასშტაბური საინვესტიციო პროგრამაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს