ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა

Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • Bloomberg-ი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს , რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა. შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

Bloomberg-ი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს , რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა. შ…

Bloomberg-ი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.

გარდა ამისა, კიევმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომლის ფარგლებშიც, სანქციების პაკეტის გაგრძელების სანაცვლოდ, ევროკავშირმა ორ რუს ოლიგარქს სანქციები მოუხსნა.

შეხვედრის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროპა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ოდესმე:

„ჩვენი ახალი სარაკეტო პროგრამა წარმოების მოცულობის სწრაფად გაზრდაში დაგვეხმარება. უკრაინა კიდევ უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებს. უმაღლეს რადაში რეფორმების წინსვლასთან ერთად კი მეტ საბიუჯეტო დახმარებასაც. მიმდინარე კალენდარულ წელს ჩვენ კიდევ 37 მილიარდი ევრო გვაქვს გათვალისწინებული“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს