ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთისთვის 4.2 მილიარდი ევროს გაყინული თანხების განბლოკვის წინადადება წარუდგინა

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთისთვის 4.2 მილიარდი ევროს გაყინული თანხების განბლოკვის წინადადება წარუდგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთისთვის 4.2 მილიარდი ევროს გაყინული თანხების განბლოკვის წინადადება წარუდგინა . ევროკომისიის განცხადებით, თანხები უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იყო გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთისთვის 4.2 მილიარდი ევროს გაყინული თანხების განბლოკვის წინადადება წარუდგინა . ევროკომისიის განცხადებით, თანხები უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იყო გა…

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთისთვის 4.2 მილიარდი ევროს გაყინული თანხების განბლოკვის წინადადება წარუდგინა.

ევროკომისიის განცხადებით, თანხები უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იყო გაყინული.

ევროკომისიის შეფასებით, უნგრეთმა შესაბამისი რეფორმები გაატარა და გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, რეფორმები განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების, ანტიკორუფციული სისტემის, ინტერესთა კონფლიქტის რისკებისა და პროკურატურის საქმიანობის მიმართულებით.

„უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენ ვთავაზობთ 4.2 მილიარდი ევროს განბლოკვას და უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის Erasmus+-ისა და Horizon Europe-ის პროგრამების ხელმისაწვდომობის აღდგენას. მოხარული ვარ, რომ ისინი კვლავ სრულად ისარგებლებენ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ჩვენი კავშირი ქმნის. ეს ადასტურებს, რომ რეფორმებს შედეგი მოაქვს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის წინადადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს