ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა ერთ წელში 890 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა და 270 000 ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინამ 800 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა ერთ წელში 890 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა და 270 000 ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინამ 800 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , რუსეთმა 2026 წელს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დროს, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 890 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, უკრაინამ 800 კვადრატული კილომეტრის გათა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , რუსეთმა 2026 წელს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დროს, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 890 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, უკრაინამ 800 კვადრატული კილომეტრის გათა…

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა 2026 წელს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დროს, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 890 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, უკრაინამ 800 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლო.

„პუტინმა წელს დაახლოებით 890 კილომეტრი დაიკავა, ჩვენ კი 800 გავათავისუფლეთ. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მას ერთი წლის განმავლობაში დამატებით 90, ან, მოდი, ვთქვათ, 100 კილომეტრი აქვს მოპოვებული. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ადრე იყო, როდესაც ისინი წელიწადში დაახლოებით 3-4 ათას კილომეტრს იკავებდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამ პერიოდში რუსეთმა 270 000 სამხედრო დაკარგა.

„როგორც ხედავთ, ამ 100 კილომეტრისთვის გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პუტინი არც იმარჯვებს და არც მარცხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება „თითქმის მთლიანად გაჩერებულია“, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი რუსეთის არმიის წარმატებებზე საუბრობს.

„პუტინი ბევრს საუბრობს რუსეთის წარმატებებზე ბრძოლის ველზე, მაგრამ ასევე გვესმის, რომ მისი გენერლები მას სიმართლეს არ ეუბნებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პუტინისთვის ომში ადამიანების დაკარგვა „დამარცხებას არ ნიშნავს“, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის საზოგადოება კარგავს ადამიანებსა და ფულს და „მაღალ ფასს იხდის“ უკრაინის ტერიტორიის დამატებით 100 კილომეტრის დასაკავებლად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს