ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ

ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კალინინგრადის ექსკლავიდიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა Mi-8-მ ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე მოკლე დროით დაარღვია . ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. უწყების ცნობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კალინინგრადის ექსკლავიდიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა Mi-8-მ ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე მოკლე დროით დაარღვია . ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. უწყების ცნობ…

კალინინგრადის ექსკლავიდიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა Mi-8-მ ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე მოკლე დროით დაარღვია. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 42 წამი იმყოფებოდა და ტერიტორიის სიღრმეში მაქსიმუმ 300 მეტრით შეიჭრა.

„ინციდენტის საპასუხოდ ჰაერში აფრინდნენ მოიერიშე გამანადგურებლები, სახმელეთო თავდაცვის ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ. ინციდენტის ხასიათი მოწმობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის შემოწმებას“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთი საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით უმაღლესი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება.

ვარშავაში რუსეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის მოთხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუკეთებია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს