ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გა…

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზელენსკის მუქარა ბელარუსის მიმართ წარმოადგენს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას.

„თქვენ იცით, რომ ბელარუსის პრეზიდნეტმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. კონტაქტები მასსა და პუტინს შორის დაგეგმილია მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ეს და სხვა საკითხები იყოს განხილული. მაგრამ, მუქარა ნამდვილად აგრესიულია – ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. მაგრამ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბეალრუსის ხელმძღვანელობას, თავად ბელარუსს, შეუძლია, უზრუნვლეყოს საკუთარი სუვერენიტეტი“,- განაცცხადა პესკოვმა.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, შეწყვიტოს რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტი ბელარუსს საჯარო და „სხვა სახის“ ნაბიჯების გადადგმას დაჰპირდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს