ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

„როიტერი“: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების მიღებაა საჭირო

„როიტერი“: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების მიღებაა საჭირო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების…

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების მიღებაა საჭირო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ხანგრძლივი მშვიდობით დასრულებისთვის და პირდაპირი მოლაპარაკებების აღსადგენად. მისი თქმით, შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო და მხარეებმა პასუხისმგებლიანად უნდა იმოქმედონ.

შეხვედრაზე განცხადება გაავრცელაზელენსკიმაც. მისი თქმით, ერდოღანთან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საზღვაო საექსპორტო დერეფნის მუშაობის საკითხები განიხილეს.

„განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, უპირველესად, როგორ უნდა უზრუნველვყოთ საზღვაო საექსპორტო დერეფნის ფუნქციონირება. ფაქტობრივად, ყველა კონტინენტზე არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სურსათის ექსპორტზე არიან დამოკიდებული. ამჟამად მაგიდაზე დევს სხვადასხვა ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება დერეფნის სრულად აღდგენა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რუსეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმები, რათა უკრაინამ, თავის მხრივ, შორ მანძილზე განხორციელებული საპასუხო დარტყმები შეაჩეროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს