ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში მუშაობის უფლება

ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში მუშაობის უფლება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა…

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ შენობაში შესვლა აუკრძალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტებისთვის პრესის აკრედიტაციების გაუქმება „კონსტიტუციურად ადეკვატური სამართლებრივი პროცედურის“ გარეშე განხორციელდა. კელის თქმით, ჟურნალისტებს აკრედიტაციის გაუქმებამდე წინასწარი შეტყობინებისა და საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

„ზოგადი წესის თანახმად, პირებმა უნდა მიიღონ წინასწარი შეტყობინება და მიეცეთ საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა, ვიდრე მთავრობა მათ კონსტიტუციით დაცულ უფლებას ჩამოართმევს“, – აღნიშნა მოსამართლემ.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავდა. მან გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მიერ „ყალბი ამბებისა“ და „ტყუილების“ გავრცელების ბრალდებით ახსნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს