ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ბეგონია გომესი, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში პასპორტის ჩამოსართმევად დაიბარეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ბეგონია გომესი, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში პასპორტის ჩამოსართმევად დაიბარეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში დაიბარეს პასპორტის ჩამოსართმევად. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობი წერს. სასამარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში დაიბარეს პასპორტის ჩამოსართმევად. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობი წერს. სასამარ…

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში დაიბარეს პასპორტის ჩამოსართმევად. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობი წერს.

სასამართლოს დოკუმენტის თანახმად, ასევე, მას მოსთხოვეს განაცხადოს, აქვს თუ არა სხვა პასპორტები – დიპლომატიური ან სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი.

გარდა ამისა, სასამართლოში დაიბარეს პრემიერ-მინისტრის მეუღლის მრჩეველი კრისტინა ალვარესიც.

ცნობისთვის, 19 ივნისს ესპანეთის სასამართლომ ბეგონია გომესის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო ევროკავშირის სახსრებთან დაკავშირებული შესაძლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის საქმეზე.

20 ივნისს მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესის მომზადების ფარგლებში და დაავალეს, თვეში ორჯერ გამოცხადდეს სასამართლოში.

პედრო სანჩესის პარტიის წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ მოსამართლეს და აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლის მიმართ მიმდინარეობს უსამართლო და მიკერძოებული დევნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს