ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

პოლონეთმა უკრაინაზე რუსული იერიშების გამო დილის განმავლობაში გამანადგურებლები ჰაერში მეორედ აწია

პოლონეთმა უკრაინაზე რუსული იერიშების გამო დილის განმავლობაში გამანადგურებლები ჰაერში მეორედ აწია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთმა უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური დარტყმების გამო დილიდან სამხედრო ავიაცია ჰაერში ორჯერ აწია . პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, დაახლოებით 08:00 საათზე პოლონური გამანადგურებლები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთმა უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური დარტყმების გამო დილიდან სამხედრო ავიაცია ჰაერში ორჯერ აწია . პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, დაახლოებით 08:00 საათზე პოლონური გამანადგურებლები…

პოლონეთმა უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური დარტყმების გამო დილიდან სამხედრო ავიაცია ჰაერში ორჯერ აწია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, დაახლოებით 08:00 საათზე პოლონური გამანადგურებლები ბაზირების ადგილებს დაუბრუნდნენ. მაშინ სამხედრო უწყებამ აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

თუმცა, 09:07 საათზე ოპერატიულმა სარდლობამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართულებით რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი დარტყმების გამო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაცია ხელახლა ამოქმედდა.

პარალელურად, პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები.

დღესვე საზღვართან დრონების გამო ჰაერში გამანადგურებლები რუმინეთმაც აწია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს