ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

მარინ ლე პენი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო

მარინ ლე პენი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა. ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი არ უნდა ჩაებას ომში ბირთვულ სახე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა. ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი არ უნდა ჩაებას ომში ბირთვულ სახე…

ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა.

ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი არ უნდა ჩაებას ომში ბირთვულ სახელმწიფოსთან - რუსეთთან, და უარყო მოსაზრება, თითქოს ქვეყანა ამჟამად კონფლიქტშია მოსკოვთან.

„ჩვენ შეგვიძლია გადავამზადოთ მათი ჯარისკაცები და სამხედრო ხელმძღვანელობა და მივაწოდოთ სამხედრო დახმარება. ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო“, - განაცხადა მან.

თუმცა მას არ გაუკრიტიკებია „მსურველთა კოალიცია“ - საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით შექმნილი ჯგუფი, რომელიც ომის შემდგომ უკრაინაში სამხედრო ძალების ყოფნას ითვალისწინებს.

„შესაძლო სამშვიდობო ძალები, რომლებიც, არსებითად, გაეროს მშვიდობისმყოფელების ანალოგიური იქნება, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია. ხოლო თუ „მსურველთა კოალიცია“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ წინადადების განხორციელებას“, - განუცხადა მან POLITICO-ს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს